რეგიონული სემინარი „ადვოკატირება საგზაო უსაფრთხოების კუთხით“

29-30 მაისს, ფონდმა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“, საერთაშორისო ორგანიზაციამ „აღმოსავლეთის ალიანსი უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტისთვის“ (EASST) და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ უმასპინძლა რეგიონულ სემინარს „ადვოკატირება საგზაო უსაფრთხოების კუთხით“.

სემინარში მონაწილეობა მიიღო სამი ქვეყნის _ საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ეროვნული საზოგადოების და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

სემინარის შემდეგ, ფონდმა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა სომხეთის და აზერბაიჯანის საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან, შემდგომი თანამშრომლობის და ერთობლივი რეგიონული პროექტების განხორციელების მიზნით. 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.