პროექტის „სუფთა ჰაერი საქართველოს ქალაქებში“ პრეზენტაცია ახალგაზრდულ პრეს კლუბში

31 ივლისს ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" პროექტების კოორდინატორმა ქეთი მურუსიძემ  ჩაატარა  პროექტის "სუფთა ჰაერი საქართველოსთვის" პრეზენტაცია "ახალგაზრდული ინიციატივებისა და სამოქალაქო განვითარების აკადემიური ცენტრის"   ახალგაზრდულ პრესკლუბში. შეხვედრაზე ისაუბრეს ჰაერის ხარისხის პრობლემებზე  საქართველოში, ევროკავშირის სტანდარტებზე გადასვლის აუცილებლობაზე, მათ შორის მანქანების ტექნიკური შემოწმების საჭიროებაზე. 

სტუდენტები დაინტერესდნენ პროექტით "სუფთა ჰაერი საქართველოსთვის"; და ვებ-გვერდის www.haeri.ge საშუალებით ფონდის წარმომადგენელთან ერთად შეამოწმეს ჰაერის ხარისხი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. შეხვედრის ბოლოს სტუდენტებს დაურიგდათ "პარტიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" მიერ მომზადებული პროექტის საინფორმაციო ბლოკნოტები. 

პროექტი „სუფთა ჰაერი საქართველოს ქალაქებში“ მოსახლეობის ჩართულობითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხელს უწყობს საქართველოს ქალაქებში ჰაერის ხარისხის მონიტორინგს. პროექტის ძირითადი მიზანია თანამედროვე ინტერნეტ-ტექნოლოგიების გამოყენებით ჰაერის კონტროლის, მოქალაქეების განათლებისა და ადვოკატირების გზით ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და ჯანსაღი გარემოს შექმნა. პროექტი შედგება რამოდენიმე კომპონენტისგან, ესენია სკოლებში ეკო-კლუბების მოწყობა და ბავშვების ჩართვა ჰაერის შესახებ ინფორმაციის მოძიების პროცესში, და „ჰაერის ხარისხის საზომი სენსორის“ დამონტაჟება სხვადასხვა ქალაქებში, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მოგვაწვდის ინფორმაციას და შექმნის საინფორმაციო ბაზას.

პროექტი „სუფთა ჰაერი საქართველოს ქალაქებში“ ფონდისა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ და პარტნიორი ორგანიზაციების „ელვა“ და „ეკო ვიჟენის“ ერთობილივი თანამშრომლობით ხორციელდება.  

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.