პროექტ "საგზაო უსაფრთხოების სწავლება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთიდან დევნილი ბავშვებისთვის" პრეზენტაცია

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში პროექტის "საგზაო უსაფრთხოების სწავლება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთიდან დევნილი ბავშვებისთვის" პრეზენტაცია მოეწყო. პროექტს განახორციელებს ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" შვეიცარიის საელჩოს, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და სხვა პარტიორების მხარდაჭერით. 
შეხვედრაზე მოეწყო აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია, რომელიც გულისხმობს საგზაო უსაფრთხოების ცოდნისა და კულტურის ამაღლებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთიდან დევნილ ბავშვებში. მათი დიდი ნაწილი, როგორც ფეხითმოსიარულე, სკოლაში მისვლის პროცესში ყოველდღიურად აწყდება სხვადასხვა ტიპის პრობლემებს ახლომდებარე გზის მონაკვეთებში. პროექტის ფარგლებში ჩატარდება საგზაო უსაფრთხოების გაკვეთილები სკოლებში, უფასოდ დარიგდება სასწავლო მასალები, მოეწყობა საჩვენებელი პრაქტიკული ხილვადობის ჩვენებები და სხვა. პროექტის მიზანია შემცირდეს საგზაო შემთხვევების მზრდადი რიცხვი ცნობიერების ამაღლების გზით.
გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი, სამინისტროს თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები.

 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.