პრეზენტაცია საქართველოში ღვედების კამპანიის შესახებ საგზაო უსაფრთხოების მე-5 გლობალური შეხვედრაზე

საგზაო უსაფრთხოების მე-5 გლობალურ შეხვედრაზე, მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურში, ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ პროექტების კოორდინატორმა ლიკა მერაბიშვილმა საქართველოში ღვედების კამპანიის შესახებ პრეზენტაცია გამართა.  შეხვედრას ესწრებოდნენ საგზაო უსაფრთხოების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გლობალური შეხვედრა გაიმართა „არასამთავრობო ორგანიზაციების გლობალური ალიანსის საგზაო უსაფრთხოებისთვის (ალიანსის)“, მალაიზიის ტრანსპორტის სამინისტროსა და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ. მე-5 გლობალურ შეხვედრას 70 ქვეყნის 200-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო, რომელთა მიზანია 2020 წლისთვის მსოფლიოს გზებზე დაღუპულთა და გარდაცვლილთა რიცხვის განახევრება.

ყოველ წლიურად, 1.25 მილიონ ადამიანზე მეტი იღუპება საგზაო შემთხვევის შედეგად. საგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი უფრო მეტია ვიდრე მალარიისა და ტუბერკულიოზის დაავადებით გარდაცვლილი ადმაიანთა რაოდენობა. საგზაო შემთხვევის მსხვერპლთა საშუალო ასაკი 15-29 წლამდეა.

„არასამთავრობო ორგანიზაციების გლობალური ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის (ალიანსი)“ 2012 წელს დაფუძნდა, რომლის წევრი 180-ზე მეტი ორგანიზაციაა მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან. საქართველო და ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ალიანსის წევრი 2013 წელს გახდა.
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.