ორგანიზაცია "ვიას" დამფუძნებელი სტუმრად ფონდის ოფისში

26 თებერვალს, ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" ოფისს საგზაო უსაფრთხოების საკონსულტაციო ჰოლანდიური ორგანიზაციის "ვიას" დამფუძნებელი ერიკ დონკერსი ესტუმრა. აღნიშნული ორგანიზაციამ შეიმუშავა საგზაო უსაფრთხოების პრობლემების მოგვარების, მონაცემების შეგროვრებისა და დამუშავების ინოვაციური პროგრამა. ორგანიცაზიის დამფუძნებელმა ფონდის წარმომადგენლებს გააცნო პროგრამის მუშაობის პრინციპები და პროცესი. ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის"  დირექტორმა ირაკლი იზორიამ კი პროექტის "მეგობრული გზების" შესახებ ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ  პროექტი "მეგობრული გზები" ხორციელდება საქართველოში და მისი მიზანია აღმოიფხვრას ეგრედ წოდებული შავი წერტილები საქართველოს გზებზე, რათა შემცირდეს ავტო საგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებული და გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა. პროექტი ითვალისწინებს ვებ-პორტალის შექმნას, რომლის მეშვეობითაც საქართველოში მცხოვრები ადამიანები მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით აგზავნიან ინფორმაციას (ფოტო, ვიდეო) მათთვის საშიში ადგილის შესახებ (მაგალითად, ადგილის შესახებ, სადაც ხშირად ხდება ავტო საგზაო შემთხვევა, გზა და ინფრასტრუქტურაა გამოსასწორებელი, სხვ.). აღნიშნული ინფორმაცია ავტომატიზირებულ რეჟიმში  სპეციალურად შექმნილ ონლაინ რუქაზე აისახება, რომელიც ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირისთვის.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.