ნახატების კონკურსი საგზაო უსაფრთხოების თემატიკაზე

პროექტის „უსაფრთხო მოძრაობა, უსაფრთხო თემი“ ფარგლებში, ფონდმა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ გამართა გამოფენა და ნახატების კონკურის დაჯილოვების ცერემონია. აჭარის რეგიონში მცხოვრები მოსწალეებისათვის გამოცხადდა ნახატების კონკურსი „საგზაო უსაფრთხოების ჩემპიონები“. კონკურსის ფარგლებში მომზადდა 60-ზე მეტი ნახატი და გამოფენის დამთვარიელებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ მოსწავლეების ნამუშევრებს.

გამოფენას და დაჯილდოებას დაესრო სკოლის დირექტორები, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, მასწავლებლები და მოსწავლეები. გამოფენის ბოლოს, ფონდისა და კომპანიის „აჭარისწყალი ჯორჯია“ წარმომადგენლებმა საუკეთესო ნახატების ავტორებს გადასცეს პრიზები.  კონკურსის ყველა მონაწილემ მიიღო სიმბოლური საჩუქრები და წიგნები.

პროექტი „უსაფრთხო მოძრაობა, უსაფრთხო თემი“ მიზნად ისახავს მაღალმთიან აჭარაში საგზაო უსაფრთხოების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. პროექტი ხორციელდება კომპანიასთან  „აჭარისწყალი ჯორჯია“ თანამშრომლობით.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.