მსოფლიო ბანკის წარმომადგნლები ფონდს "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" ეწვივნენ

მსოფლიო ბანკისა და საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" ოფისს ეწვივნენ.
ფონდის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს საქართველოში მომხდარი ავტო საგზაო შემთხვევების უახლესი სტატისტიკა, ავარიებისა და სიკვდილიანობის გამომწვევი მიზეზები. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს საქართველოში არსებული პრობლემები ტრანსპორტის, ეკოლოგიური დაბინძურებისა და საგზაო უსართხოების კუთხით, იმსეჯელეს მოგვარების გზებსა და პერსპექტივებზე.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.