მსვლელობა კახეთში

 

29 აპრილს, ფონდმა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" მოაწყო მსვლელობა თელავში. 200-ზე მეტმა ადამიანმა გზა თელავის ცენტრიდან საპატრულო პოლიციის შენობამდე ფეხით გაიარა. მსვლელობა ეძღვნებოდა გაეროს მეორე საგზაო უსაფრთხოების კვირეულის კამპანიას, რომლის მიზანია "უსაფრთხო გზები ყველასთვის".
მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა, საპატრულო პოლიციამ, ადგილობრივმა და უცხოელმა ჟურნალისტებმა. მსვლელობა მოეწყო თელავის მეხუთე სკოლის სამოქალაქო კლუბის, თელავის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხარდაჭერით, რომელთაც მადლობის სიგელები გადაეცათ. მსვლელობის დროს დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები, რომელიც შეიცავდა საგზაო უსაფრთხოების თემატიკაზე მნიშვნელოვან ინფორმაციასა და რჩევებს. აქცია გაშუქდა ადგილობრივი და რეგიონალური მედიის მიერ.

 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.