მოძრავი ბიბლიოთეკა აფხაზეთიდან დევნილთა დასახლებებში

7-18 ივნისს ფონდისა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები მოძრავ ბიბლიოთეკასთან ერთად აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას ესტუმრა. იქ მცხოვრებ ბავშვებს ჩაუტარდათ საგზაო უსაფრთხოების გაკვეთილები. ნაჩვენები იყო სახალისო სასწავლო ფილმი საგზაო უსაფრთხოების წესებსა და ქცევაზე. ფონდმა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" ბავშვებს სამახსოვრო  საჩუქრები და საგზაო უსაფრთხოების შესახებ სასწავლო წიგნები გადასცა.
მოძრავ ბიბლიოთეკაში განთავსებულია სხვადასხვა სახის საკითხავი და საგანმანათლებლო ლიტერატურა, მათ შორის სასწავლო წიგნები საგზაო უსაფრთხოების შესახებ. აღნიშნული წიგნები ფონდმა ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა. მსგავსი მსვლელობები აფხაზეთიდან დევნილთა დასახლებებში მომავალშიც იგეგმება.
აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა პროექტის "საგზაო უსაფრთხოების სწავლება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთიდან დევნილი ბავშვებისთვის" ფარგლებში. პროექტი ფინანსდება საქართველოში არსებული შვეიცარიის საელჩოს მიერ.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.