მეგობრული გზების სახელმძღვანელო
ჩვენ ყველანი ვართ ფეხით მოსიარულენი, ნებისმიერი ჩვენი დღე იწყება და მთავრდება ფეხით გადაადგილებით. მიუხედავად ამისა, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გაადგილების მოთხოვნებს და საჭიროებებს, სათანადო პირობების შექმნის კუთხით, შესაბამისი ყურადღება არ ექცევა. ფეხით მოსიარულეები საქართველოში მომხდარი ავტოავარიების მესამედის მონაწილეები არიან. ორი მანქანის შეჯახების შემდეგ, ქვეითთან შეჯახება ავტოავარიების ყველაზე გავრცელებული ტიპია. უფრო მეტიც, ავტოსაგზაო შემთხვევების მსხვერპლნი ხშირად ბავშვები ხდებიან და ეს სეგმენტი ითვლება ყველაზე მაღალ რისკ ჯგუფად ქვეითად მოსიარულეებში.