კამპანია „გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო“ სკოლებში

კამპანიის “გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო“ ფარგლებში, ფონდი „პარტიონორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ წარმომადგენლები სკოლის მოსწავლეებს საგზაო უსაფრთხოების შესახებ ტრეინინგებს უტარებს. კამპანია ხორციელდება E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის თბილისი-ფოთის მონაკვეთზე. კამპანიის “გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო“  მიზანია E-60 თბილისი-ფოთი გზის მიმდებარე მაგისტრალზე საგზაო ავარიების შედეგად გარდაცვლილი და დაშავებული ადამიანების რიცხვის შემცირება.

ტრეინინგების დროს, ბავშვები ეცნობიან საგზაო წესებს, წესების დაცვის მნიშვნელობასა და რისკებს. თეორიულ ტრეინინგთან ერთად, ბავშვებისთვის ეწყობა სპეციალური პრაქტიკული ჩვენებები. ბავშვებს დაურიგდათ საგზაო საგზაო უსაფრთხოების შესახებ წიგნები, ბროშურები, სტიკერები და ფეხითმოსიარულის ღამის სანათი საშუალებები.

კამპანია “გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო“  ხორციელდება პროექტის „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების კამპანია E-60 თბილისი-ფოთი გზის მიმდებარე მაგისტრალზე“   ფარგლებში ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ მიერ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო დეპარტამენტის დაკვეთით. პროექტი დაფინანსებულია მსოფლიო ბანკის მიერ.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.