კამპანია „საგზაო უსაფრთხოებისათვის“ საზოგადოებრივი რადიოს ეთერში

20 მაისს, საზოგადოებრივი რადიოს „დღის ეთერში“ საგზაო უსაფრთხოების საგანმანათლებლო კამპანიების შესახებ ისაუბრა ფონდის დირექტორმა ირაკლი იზორიამ.

გადაცემაში განიხილეს საგზაო უსაფრთხოების პრობლემები საქართველოში და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა საგზაო უსაფრთხოების კუთხით.

გადაცემის მსვლელობისას, ირაკლი იზორიამ უპასუხა მოსახლეობის კითხვებს საგზაო უსაფრთხოების პრობლემებთან, მათ გამომწვევ მიზეზებსა და მოგვარების გზებთან დაკავშირებით. 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.