კამპანია „შეანელე“ „მწიგნობართუხუცესის“ სკოლაში

15 ოქტომბერს, „ქართული ავტოსპორტი საგზაო უსაფრთხოებისათვის - კამპანია შეანელეს“ ფარგლებში,  სკოლა მწიგნობართუხუცესის მოსწავლეებს  საგზაო უსაფრთხოების  წესებსა და  მნიშვნელობაზე ესაუბრა  ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოების“  და საავტომობილო სპორტის ფედერაციის წარმომადგენლები.

ჩვენ ქვეყანაში ფატალური ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითადი მიზეზი სისწრაფის გადაჭარბებაა, რასაც თან ერთვის  ზებრა გადასასვლელებზე ქვეითად მოსიარულეებისთვის გზის არ დათმობის პრობლემა, მაღალი სიჩქარე სკოლისა და ურბანულ ზონებში, ავტომობილის გაუმართაობა და სხვა ფაქტორები. სწორედ ამ თემებზე საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების,  განათლებას და ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად  კამპანია „შეანელე!“.  

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.