კამპანია „სუფთა ჰაერი საქართველოსთვის“ ქუთაისში

18 ივლისს პროექტის „სუფთა ჰაერი საქართველოსთვის“ პრეზენტაცია გაიმართა ქუთაისში, არასამთავრობო ორგანიზაცია „სპექტრში“. ქუთაისში და ტყიბულში უკვე ერთ თვეზე მეტია დამონტაჟებულია ჰაერის ხარისხის გამზომი სენსორი. შეხვედრაზე იმსჯელეს მიღებული მონაცემების შესახებ, რა არის ჰაერის ძირითადი დამაბინძურებლები ქალაქში, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ჰაერის ხარისხი და რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის პროცესში. „სპექტრის“ წარმომადგენლებს დაურიგდათ პროექტის საინფორმაციო ბროშურები. 

მთლიანად საქართველოს მასშტაბით დამონტაჟებული 25 სენსორი, რაც საშუალებას გვაძლევს პირველად საქართველოში ონლაინ რეჟიმში მოვახდინოთ ჰაერის ხარისხის გაზომვა CO  და NO2 საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ფონდი “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” პარტნიორ ორგანიზაციებთან „ელვა“ და „ეკო ხედვა“, და ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად განაგრძობს კამპანიას“ სუფთა ჰაერი საქართველოს“. 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.