კახეთის რეგიონის საგზაო უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში შეხვედრა თელავის მერთან

6 მარტს, ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ოფისს თელავის მერი ბატონი პლატონ კალმახელიძე ესტუმრა. შეხვედრაზე განხილული იყო ქალაქ თელავის ქუჩების მოწყობა საგზაო უსაფრთხოების კუთხით. თელავის მერმა ფონდის წარმომადგენლებს კონკრეტული რეკომენდაციები და რჩევები თხოვა ქალაქ თელავის გზების უკეთ მოსაწყობად.

შეხვედრაზე ასევე განხილული იყო კონკრეტული გეგმები, რომლებიც ფონდისა და ქალაქ თელავის თანამშრომლობით მომავალში განხორციელდება პროექტის „საგზაო უსაფრთხოების ცნობადობის ამაღლება და საგანმანათლებლო კამპანიები კახეთის რეგიონში“ ფარგლებში.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.