თბილისში პირველი ველობილიკი განთავსდება

ქალაქ თბილისში პირველი ველობილიკი მდინარე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე არსებულ ტროტუარზე განთავსდება. ბილიკი მოიცავს მარშრუტს დედაენის ბაღიდან ვახუშტის ხიდამდე და წრიული მიმართულებით უკან.

ველოსიპედის, როგორც ტრანსპორტის, განვითარებასა და ველობილიკების მშენებლობისთვის ადვოკატირებისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიას ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ 2013 წლიდან მოყოლებული ახორციელებს. აღნიშნულ თემაზე ბოლო კამპანია“ველო კარგია, ველო მარგია“, ფონდმა ქალაქ თბილისის მერიასთან თანამშრომლობით განახორციელა, რომლის დასასრულს, მერიის დახმარებით, ქალაქს ველობილიკი და ველოსიპედის სადგომები შეემატა.

ველოსიპედის, როგორც ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი ტრანსპორტის განვითარების მიზნით, თბილისში პირველ ეტაპზე 20-ზემეტი ველოსადგომის მოწყობაც იგეგმება. პირველი საცდელი ველოსადგომი ​თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან, მიცკევიჩისქუჩა #29-ში უკვე განთავსდა, რომელიც 8 ველოსიპედს იტევს. ველოსიპედების სადგომები, ფონდის დახმარებით, ასევე განთავსდა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების მიმდებარე ტერიტორიებზე.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.