ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამით, 2008 წლის მარტში აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა დელეგაცია საქართველოდან, რომელშიც შედიოდნენ: ფონდის ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“  დირექტორის მოადგილე ეკატერინე ლალიაშვილი, საპატრულო პოლიციის, განათლების სამინისტროს და ტრანსპორტის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

შეხვედრები შედგა, როგორც ფედერალურ დონეზე ვაშინგტონში, ასევე რამოდენიმე შტატში. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვდნენ ტრანსპორტის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, პოლიციის დეპარტამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მათ საგზაო უსაფრთხოების სფეროში თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს საქართველოს წარმომადგენლებს.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.