ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ფონდმა „პარტნიორობა საგზაო

10 მაისს, 9 აპრილის ბაღში, ფონდმა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ ევროპის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო და საკუთარი ნაშრომები და პუბლიკაციები საგზაო უსაფრთხოების თემატიკაზე გამოფინა, რომელიც ღონისძიების მონაწილეებსა და სტუმრებს უფასოდ ურიგდებოდათ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოში არსებული საელჩოები და სხვადასხვა ორგანიზაციები. ღონისძიების ლოზუნგი იყო „ერთად შევხვდეთ ევროპას“.

ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოქალაქეებს ოფიციალური მისასალმებელი სიტყვით მიმართეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა დავით ბაქრაძემ.

გამოფენაზე მოსული სტუმრები ასევე აფიქსირებდნენ საკუთარ მოთხოვნებს საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით სპეციალურად გამზადებულ ბანერზე, რომელიც ფონდმა გლობალური კამპანიის #savekidslives ფარგლებში მოამზადა.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.