გადაცემა „ავტოპილოტში“ საგზაო უსაფრთხოების თემა გაშუქდა

2 ივნისს, გადაცემა "ავტოპილოტმა" მთლიანი საეთერო დრო დაუთმო საგზაო უსაფრთხოების საკითხებს. გადაცემის წამყვანს დავით მესხიშვილს სტუმრად ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" დირექტორი ირაკლი იზორია და პირველი ესპერიმენტალური სკოლის დირექტორი ზაზა გრიგალაშვილი ჰყავდა.
წამყვანმა სტუმრებთან ერთად მიმოიხილა საქართველოში არსებული საგზაო პრობლემატიკა, როგორიცაა ფეხით მოსიარულეთა პრობლემები, ბავშვთა საგზაო უსაფრთხოება და სხვა. წამყვანმა მაყურებელს ოფოციალური საგზაო სტატიკსტიკური მონაცემები გააცნო.
გადაცემის მსვლელობისას გაშუქდა რეპორტაჟი საგზაო ცენტრის შესახებ, რომელიც ფონდმა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" ესტონეტის მთავრობის, ქალაქ თბილისის მერიისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით პირველი ექსპერიმენტალური სკოლისა და 171-ე ბაღის ტერიტორიაზე მოაწყო. ასევე გაშუქდა ფილმები ბავშვებისათვის საგზაო უსაფრთხოების თემატიკაზე, რომელიც ფონდმა მოამზადა პარტნიორების მხარდაჭერით, როგორიცაა Fia Foundation, EASST, BP და სხვა. გადაცემის ბოლოს წამყვანმა მშობლებს მისცა რჩევები, თუ როგორ უნდა გამოიყენონ და დაამონტაჟონ მანქანაში ბავშვთა სპეციალური უსაფრთხოების სავარძლები.

http://www.myvideo.ge/?video_id=1734491 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.