ახალშობილ ბავშვებს ავტომობილში დამჭერი სპეციალური სავარძლები გადაეცათ

9 ნოემბერს ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" ორგანიზებით ახალშობილ ბავშვებს  ავტომობილში დამჭერი სპეციალური სავარძლები გადაეცათ. ღონისძიება გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში. მელოგინე დედებმა სავარძლებთან ერთად საგზაო უსაფრთხოების შესახებ სხვადასხვა მასალები მიიღეს, კლინიკის დირექტორმა ვატო სურგულაძემ კი დედებს წმინდა იოაკიმე და ანას ხატები გადასცა.
ღონისძიების მიზანია ყურადღება გამახვილდეს ავტომობილით მგზავრობის დროს ბავშვთა სპეციალური დამჭერი სავარძლის მნიშვნელობასა და 12 წლამდე ავტომობილის წინ დასმის აკრძალვაზე. ფონდი აქტიურად მუშაობს 12 წლამდე ბავშვის საგზაო უსაფრთხოების კუთხით, კერძოდ კი კანონში ბავშვების ავტომობილში წინ დასმის აკრძალვისა და ბავშვთა სავარძლის გამოყენების შესახებ ცვლილებების შემუშავებაზე.
ღონისძიება იმართება პროგრამის "არასამთავრობო სექტორსა და საქართველოს პარლამენტს შორის საჯარო პოლიტიკაზე დიალოგის ხარისხის გაუმჯობესება" ფარგლებში, რომლის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალება მიეცეს სწორად დაგეგმოს და განახორციელოს ადვოკატირებისა და კომუნიკაციის საქმიანობა. პროგრამა ხორციელდება ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მიერ ევროკავშირის დაფინანსებით.
ღონისძიება გაშუქდა სხვადასხვა სატელევიზიო და ინტერნეტ მედიის საშუალებით:

 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.