ახალი საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყო

საქართველოში პირველად, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახალი საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყო. პროგრამის მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვისა და მასთან დაკავშირებული მძიმე შედეგების შემცირება. სასწავლო პროგრამის დანერგვის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შვეიცარიის საელჩოსა და პროგრამის ინიციატორ ორგანიზაციებს -
Georgia Global Connections-ს, ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის / Partnership for Road Safety და აღმოსავლეთ ევროპაში პრობაციის სერვისების განვითარების ასოციაციას (VEBO) შორის. სასწავლო პროგრამა ახალი შესაძლებლობაა მოქალაქეებისთვის, გამოიმუშავონ უნარ-ჩვევები რისკ-ფაქტორების განსასაზღვრად და მათ ასაცილებლად. პროგრამა 3 წლის განმავლობაში თბილისში, ბათუმსა და თელავში განხორციელდება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს www.lpdd.net -ზე რეგისტრაციით უკვე შეუძლია. ტრენინგები ეფუძნება შვეიცარიულ მოდელს. მონაწილეობა სრულად დაფინანსებულია

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.