ახალი კვლევა ფეხით მოსიარულეთა შესახებ

ფონდი ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დაკვეთით ჩატარდა ახალი სოციალური კვლევა, რომელიც ,,ეისითი კვლევის“ ჯგუფმა განახორციელა.

კვლევის ძირითადი მიზანს წარმოადგენდა თბილისის მოსახლეობის დამოკიდებულებისა და განწყობის შესწავლა ფეხით მოსიარულეთა ქალაქში მოძრაობის მარეგულირებელი კანონის მიმართ. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა შემდეგი კონკრეტული საკითხები:

> როგორია თბილისის მოსახლეობის დამოკიდებულებები და განწყობები ფეხით მოსიარულეთა მარეგულირებელი კანონმდებლობის მიმართ? როგორია მათი დამოკიდებულება ჯარიმის თანხის მიმართ?

> როგორია მიწისზედა და მიწისქვეშა გადასასვლელების გამოყენების პრაქტიკა?

> ჯარიმის გაზრდის შემთხვევაში მოსახლეობის რა პროცენტი ისარგებლებს მიწისზედა და მიწისქვეშა გადასასვლელებით?

> რა შეიძლება იყოს მიწისზედა და მიწისქვეშა გადასასვლელების სარგებლობის ბარიერი?

თბილისის მოსახლეობის რაოდენობრივი კვლევა განხორციელდა სატელეფონო ინტერვიუს ტექნიკის გამოყენებით. რესპოდენტთა მოძიება მოხდა მარტივი შემთხვევითი შერჩევის პრინციპის გამოყენებით. სულ გამოიკითხა 413 რესპოდენტი.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.