აღმოსავლეთის პარტნიორობის ფორუმში ტრანსპორტის ქვეჯგუფი შეიქმნა

11 თებერვალს, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ ინიციატივით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მე-6 საერთო კრებაზე ტრანსპორტის ქვეჯგუფი შეიქმნა.

შეხვედრაზე განიხილეს პლატფორმის 2014 წლის მუშაობის ანგარიში, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმისა და სამოქალაქო საზოგადოების დიალოგის ფორუმის ფორმირების საკითხები, ასევე, პლატფორმის წევრთა მიერ ინიცირებული საკითხები, მათ შორის, ეკონომიკურ ჯგუფში ტრანსპორტის ქვეჯგუფის შექმნა, რასაც პლატფორმის წევრებმა ერთობლივად დაუჭირეს მხარი.

შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე და სხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.