აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრანსპორტის მე-11 პანელი

19-20 ოქტომბერს, ქალაქ ბრუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრანსპორტის მე-11 პანელი გაიმართა, რომელიც ორგანიზებული იყო ევროპის კომისიის მიერ. ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელი გელა კვაშილავა გამომსვლელებს შორის გახლდათ.

გელა კვაშილავამ ისაუბრა საგზაო უსაფრთხოების სფეროში მოღვაწე ადამიანების საერთო მიზნების მნიშვნელობასა და ამ მიზნისკენ საერთო მისწრაფებაზე; იგი თვლის, რომ საჭიროა შემუშავდეს ერთიანი მიდგომა, რომელიც განხორციელდება თითოეულ ქვეყანაში.გელა კვაშილავამ აღნიშნა ევროკავშირის როლი მონაცემთა შეგროვების კუთხით. მან დამსწრეებს შესთავაზა შეიქმნას საგზაო უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, სადაც მთავრობა, არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემია და ბიზნეს სექტორი ერთობლივად იმუშავებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უსაფრთხო და მდგრადი გადაადგილებისთვის. გელა კვაშილავამ მიმოიხილა საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული საგზაო უსაფრთხოების პრობლემები და გამოწვევები.

პანელის მიზანი იყო განხილულიყო TEN-T როტერდამის მინისტერიალის შემდგომი საქმიანობა, რომელიც ივნისში გაიმართა; ასევე დაიგეგმა სამომავლო პროექტები.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.