აქცია-მსვლელობა ქუთაისში

 ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრიშეუერთდა გაეროს მეოთხე გლობალურ საგზაო უსაფრთხოების კვირეულს, „#შეანელე“ (#SlowDown)  , ცენტრის წევრებმა  ადვოკატირების კამპანია გამართეს საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე. ადვოკატირების კამპანიის მიზანს წარმოადგენდა მძღოლების ინფორმირება, რომ მაღალი სიჩქარით გადაადგილება განსაკუთრებულ რისკს წარმოადგენს ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილისთვის და ზრდის როგორც ავტოავარიის, ასევე მძიმე დაზიანებებისა და დაღუპვის რისკს, წევრბა მოწოდების ბანერებით მსვლელობა მოაწყვეს ზებრა გადასასვლელზე.
საქართველოში სიჩქარის გადაჭარბება ავტოავარიების ერთ-ერთ წამყვან მიზეზს წარმოადგენს. 2016 წელს სიჩქარის გადაჭარბებით 1 434 შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც 102 ადამიანი დაიღუპა და 2 025-მა პირმა მიღო დაზიანება. ამავე წელს 200 ათასი ადმინისტრაციული დაჯარიმა დაფიქსირდა სიჩქარის გადაჭარბების გამო.
#შეანელე #SlowDown
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.