ანრი ჯოხაძის მონაწილეობით საგზაო უსაფრთხოების შესახებ ახალი ვიდეო-რგოლი მომზადდა

ერთობლივი თანამშრომლობით ფონდმა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" და საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოამზადა ვიდეო რგოლი საგზაო უსაფრთხოების შესახებ. კლიპში  2012 წლის ევროვიზიის ქართველი კონკურსანტი ანრი ჯოხაძე მონაწილეობს. ვიდეო რგოლი სოციალური რეკლამის სახით პირველი არხის ეთერით ტრიალებს.
კლიპში მომღერალი ანრი ჯოხაძე მოუწოდებს საზოგადოებას გაუფრთხილდნენ ბავშვების სიცოცლხეს გზებზე, არ დასვან ავტომობილის წინა სავრძლებში და გამოიყენონ  ბავშვებისათვის განკუთვნილი სპეცილური დამჭერი სავარძლები.
მოგეხსენებათ, ევროვიზიის ქართველი წარმომადგენელი ანრი ჯოხაძე საერთაშორისო ორგანიზაცია EASST-ის ინიციატივით საგზაო უსაფრთხოების კამპანიაში ჩაერთო. მას  საპატიო ელჩის წოდება მიენიჭა.

ვიდეო რგოლი ატვირთულია ჩვენს ვებ-გვერდსა და www.myvideo.ge-ზე, მისი ნახვა შესაძლებელია შემდეგ ლინკზე: http://www.myvideo.ge/?video_id=1697979

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.