ავტომობილის ტექნიკური შემოწმებისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხები გადაცემაში „კომუნიკატორი“

24 თებერვალს, ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ დირექტორმა ბატონმა ირაკლი იზორიამ ავტომობილის ტექნიკური შემოწმებასა და საგზაო უსაფრთხოებაზე პირველი არხის გადაცემაში „კომუნიკატორი“ ისაუბრა.

გადაცემის მთავარი თემა ავტომობილის ტექნიკური შემოწმება და საგზაო უსაფრთხოება იყო. გადაცემის მსვლელობისას განხილული იყო ევროკავშირის სტანდარტები და მოთხოვნები, რომელიც საქართველოს ვალდებულებაა შეასრულოს უახლოეს მომავალში. ბატონმა ირაკლიმ სწორედ ევროკავშირის რეგულაციებსა და მდგრადი სა უსაფრთხო ტრანსპორტის უპირატესობაზე ისაუბრა.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.