ავარიის შემთხვევაში

ავარიის შემთხვევაში თქვენს გარშემომყოფთა სიცოცხლე და მომავალი შესაძლოა დამოკიდებული იყოს თქვენი რეაქციის უნარზე. მოიქეცით მართებულად ყველა შემთხვევაში შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დაუყოვნებლივ მოუხმეთ მშველელს. აუცილებლად დატოვეთ ვინმე დაშავებულ ადამიანთან. მშველელის მოლოდინში ნუ შეეცდებით სხეულის გადაადგილებას, მოხსენით ყველაფერი რაც შესაძლოა სულს უხუთავდეს (ქამარი, ყელსახვევი...) თუ დაშავებული გზის სავალ ნაწილზე წევს, გადააფარეთ რამე და შემოსაზღვრეთ საგზაო შემთხვევის ადგილი, რათა იგი შესამჩნევი იყოს შორიდან.
სისხლდენის შემთხვევაში ნუ შეუხვევთ ჭრილობას სახვევით, დააწექით არტერიას ჭრილობის მიმართულებით. თუ ავარიაში მოყოლილი უგონო მდგომარეობაშია, სული რომ არ შეეხუთოს, თვი გვერდზე გადაუწიეთ.
დამწვრობის შემთხვევაში: თუ დაზარალებულს ტანსაცმელზე ცეცხლი მოეკიდა, ნუ გახდით, შემოახვიეთ მას შალის სახვევი ან პლედი და გამოიძახეთ მეხანძრეები. სერიოზულ დამწვრობაზე ნუ წაუსვამთ ნურც წყალს, ნურც მალამოს და ნურც სადეზინფექციო საშულაებას. ნუ გახეთქავთ წყლულებს. დამწვრობის ხარისხის განსაზღვრისათვის დაიმახსოვრეთ, რომ მკლავი მთელი სხეულის 9%-ია, ფეხი-18%, ტანი და ზურგი - თითეული 18%, ხოლო თავი - 9%.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.