პარლამენტის თავჯდომარესა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და 150-მდე საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელმა ხელი მოაწერეს.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების დღე ყოველწლიურად გაიმართება. მისი მიზანია უზრუნველყოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და პარლამენტს შორის დიალოგის გაღრმავება. ამ დღეს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს საშუალება მიეცემათ პარლამენტარებთან ერთად იმსჯელონ ქვეყნის წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი პრობლემების, ამოცანების და საჯარო პოლიტიკის მიმართულებების შესახებ.
საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელის მოწერის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დოკუმენტზე ხელმოწერის დასრულების შემდეგ, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში პარლამენტისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

 

 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.