EBRD-ის პანელი საგზაო უსაფრთხოებაზე

2015 წლის 15 მაისს, თბილისში, EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე, EASST-მა უმასპინძლა და ორგანიზება გაუწია პანელურ დისკუსიას „ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების ეფექტური პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის“. ამ წელს EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე, EASST-ი შერჩეულ იქნა, როგორც ერთადერთი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელმაც გამართა საკუთარი თემატური პანელი.  საგზაო უსაფრთხოების განვითარება წარმოადგენს  მთავარ გამოწვევას კავკასიის რეგიონში, სადაც საგზაო შემთხვევების საგანგაშო რაოდენობა ცხადყოფს ცნობიერების ამაღლებისა და ადგილობრივი დანტერესებული მხარეების შესაძლებლობების განვითარების საჭიროებას.  საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში საგზაო შემთხვევების მაღალი მაჩვენებელი არის ქვეყნის მთავარი პრობლემა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2013 წლის გლობალური საგზაო უსაფრთხოების ანგარიშის მიხედვით, სომხეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100,000 ადამიანზე არის 18.1, საქართველოში 15.7 და აზერბაიჯანში 13.1, შედარებისთვის, იტალიასა და სლოვენიაში ეს მაჩვენებელი საშუალოდ არის 7.2, ხოლო საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში 6.4.
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.