მიღება - საგზაო უსაფრთხოების სფეროში რეგიონალური თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობისთვის

7 ოქტომბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საგზაო უსაფრთხოების სფეროში რეგიონალური თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ღონისძიება გაიმართა. შეხვედრა ბრიტანული ორგანიზაცია ”უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტის აღმოსავლეთ ევროპული ალიანსის“, (EASST) შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტისა (IBSU) და ფონდ ”პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ ორგანიზებით შედგა. 
მიღებას დაესწრნენ საგზაო უსაფრთხოების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ბელორუსია, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, ასევე, ადგილობრივი ბიზნესის, არასამთავრობო, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, მედიისა და საელჩოების წარმომადგენლები.

მომხსენებელთა შორის იყო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი, მისი განაცხადებით ევროკავშირი საქართველოს მყარ პარტნიორად რჩება ყველა მნიშვნელოვან საქმეში, მათ შორის საგზაო მოძრაობის მოწესრიგებასა და მის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციაში.

თავის მხრივ ’’უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტის ევროპული ალიანის“ თავჯდომარემ და დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა ლორდ ალფრედ დაბსმა აღნიშნა, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება ეროვნული სტრატეგია უნდა გახდეს, რაც ქვეყნის განვითარების განუყოფელი ნაწილი იქნება.
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.