"უსაფრთხო მოძრაობა"- პირველი გადაცემა

17 ივლისს "აფხაზეთის ხმის" პირდაპირ ეთერში ახალი გადაცემა "უსაფრთხო მოძრაობა" გავიდა. პირველი გადაცემის თემა იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები, ხოლო სტუმარი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ბატონი ლევან მაჭავარიანი.
გადაცემის მსვლელობისას საუბარი იყო იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლმენტისთვის წარდგენას გეგმავს. სტუმარმა ისაუბრა იმაზე, რომ აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, გამკაცრდება კანონი ნასვამი მძღოლების მიმართ, ასევე მცირდება სიჩქარის ოდენობა ქალაქის გარკვეულ ადგილებში. გადაცემის მსვლელობისას წარმოდგენილ იქნა სტატისტიკური ანალიზი. ასევე პირდაპირ ეთერში გავიდა მოქალაქეების სატელეფონი ჩართვები; წამყვანმა და სტუმარმა გადაცემის ოფიციალური Facebook-ის გვერდზე მოწერილ კითხვებსა და მოსაზრებებს პასუხი გასცეს (https://www.facebook.com/usaprtxomodzraoba).
გადაცემის „უსაფრთხო მოძრაობის“ მიზანია მოხდეს საზოგადოებაში ცნოებიერების ამაღლება საგზაო უსაფრთხოების კუთხით. გადაცემა "უსაფრთხო მოძრაობა" ოთხშაბათს რადიო "აფხაზეთის ხმის" FM 98.9-ის პირდაპირ ეთერში,  ხოლო პარასკევს ტელეკომპანია "აფხაზეთის ხმის" ეთერში გავიდა.

 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.