"სუფთა ჰაერი საქართველოს ქალაქებში“ "რადიო პირველის" პირდაპირ ეთერში

4 მაისს, ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დირექტორი ირაკლი იზორია "რადიო პირველის" გადაცემაში "რეგიონის დრიოთ" მიიწვიეს. გადაცემის ძირითადი თემა ჰაერის ხარისხი, ჰაერის დაბიძნურების დონე, ავტო დაზღვევა და ავტომობილის ტექნიკური შემოწმება იყო. ფონდის დირექტორმა ისაუბრა პროექტის "სუფთა ჰაერი საქართველოს ქალაქებში" შესახებ. გადაცემის სტუმრები ასევე გახლდათ ნინო სულხანიშვილი (ეკო ვიზია) და ნოე მეგრელიშვილი (საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო).
პროექტი "სუფთა ჰაერი საქართველოს ქალაქებში" მოსახლეობის ჩართულობითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხელს უწყობს საქართველოს ქალაქებში ჰაერის ხარისხის მონიტორინგს. პროექტის ძირითადი მიზანია თანამედროვე ინტერნეტ-ტექნოლოგიების გამოყენებით ჰაერის კონტროლის, მოქალაქეების განათლებისა და ადვოკატირების გზით ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და ჯანსაღი გარემოს შექმნა. პროექტი შედგება რამოდენიმე კომპონენტისგან, ესენია სკოლებში ეკო-კლუბების მოწყობა და ბავშვების ჩართვა ჰაერის შესახებ ინფორმაციის მოძიების პროცესში, და "ჰაერის ხარისხის საზომი სენსორის" დამონტაჟება სხვადასხვა ქალაქებში, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მოგვაწვდის ინფორმაციას და შექმნის საინფორმაციო ბაზას.
პროექტი "სუფთა ჰაერი საქართველოს ქალაქებში" ფონდისა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" და პარტნიორი ორგანიზაციების "ელვა" და "ეკო ვიჟენის" ერთობილივი თანამშრომლობით ხორციელდება.

 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.