"სუფთა ჰაერი საქართველოს ქალაქებში“ რადიო "თავისუფლების" პირდაპირ ეთერში

14 აპრილს, პროექტის "სუფთა ჰაერი საქართველოს ქალაქებში" პრეზენტაცია რადიო "თავისუფლების" პირდაპირ ეთერში გაიმართა. ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" საბჭოს თავჯდომარემ გელა კვაშილავამ დილის გადაცემაში ინოვაციური პროექტის მნიშვნელობასა და მის შინაარსზე ისაუბრა. მან ასევე მიმოიხილა ჰაერის დაბინძურებისა და საგზაო უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის კუთხით არსებული პრობლემები.
პროექტი "სუფთა ჰაერი საქართველოს ქალაქებში" მოსახლეობის ჩართულობითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხელს უწყობს საქართველოს ქალაქებში ჰაერის ხარისხის მონიტორინგს. პროექტის ძირითადი მიზანია თანამედროვე ინტერნეტ-ტექნოლოგიების გამოყენებით ჰაერის კონტროლის, მოქალაქეების განათლებისა და ადვოკატირების გზით ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და ჯანსაღი გარემოს შექმნა. პროექტი შედგება რამოდენიმე კომპონენტისგან, ესენია სკოლებში ეკო-კლუბების მოწყობა და ბავშვების ჩართვა ჰაერის შესახებ ინფორმაციის მოძიების პროცესში, და "ჰაერის ხარისხის საზომი სენსორის" დამონტაჟება სხვადასხვა ქალაქებში, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მოგვაწვდის ინფორმაციას და შექმნის საინფორმაციო ბაზას.
პროექტი "სუფთა ჰაერი საქართველოს ქალაქებში" ფონდისა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" და პარტნიორი ორგანიზაციების "ელვა" და "ეკო ვიჟენის" ერთობილივი თანამშრომლობით ხორციელდება. 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.