"პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" ქუთაისის სკოლებს სტუმრობდა

ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" ქუთაისში არსებულ აფხაზეთის სკოლებს ეწვია. ფონდი შეხვდა აფხაზეთის მე-5 და მე-6 სკოლის ქუთაისელ მოსწავლეებს. ბავშვებს ჩაუტარდათ ტრეინინგები საგზაო უსაფრთხოების შესახებ.
ღონისძიების განმავლობაში სკოლის მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას საგზაო უსაფრთხოების შესახებ, განხილული იყო 12 წლამდე ბავშვების ქცევის წესები მანქანაში მგზავრობისას, ბავშვთა სავარძლების გამოყენება და მათი წინდასმის აკრძალვა. ნაჩვენები იყო საგზაო უსაფრთხოების შესახებ ორი სხვადასხვა ფილმი სკოლის მოსწავლეების ორი ჯგუფისთვის: 1-6 და 7-12 კლასის ბავშვებისთვის. პატარებმა შეისწავლეს საგზაო უსაფრთხოების ელემენტარული ქცევის წესები, ხოლო უფროს კლასელებთან ყურადღება გავამახილეთ ღვედის აუცილებლობაზე, ნასვამობასა და მანქანაში ქცევის წესებზე. ყველა ბავშვს დაურიგდა საინფორმაციო ბუკლეტები, სასწავლო წიგნები, რეფლექტორები, ბრელოკები და სამაჯურები. სკოლას საჩუქრად გადაეცა სხვადასხვა სასწავლო მასალა, მასწავლებლის წიგნები და კლასში დასაკიდი პლაკატები საგზაო უსაფრთხოების წესებით.
პროგრამა ხორციელდება ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლობით.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.