"მეგობრული გზების" პრეზენტაცია რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში

10 იანვარს, ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" წარმომადგენლებმა პროექტ "მეგობრული გზების" პრეზენტაცია საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართეს. პრეზენტაციას დაესწრნენ სამინისტროსა და გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები. შეხვედრის მონაწილეები დაინტერესტდნენ ინოვაციური პროექტის განხორციელების ეტაპებით. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და გზების დეპარტამენტმა პროექტ "მეგობრულ გზებს" მხარდაჭერა და პარტნიორობა აღუთქვეს.
პრეზენტაციის მსვლელობისას ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დირექტორმა ირაკლი იზორიამ და გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავამ  ინოვაციური პროექტის მნიშვნელობასა და მის შინაარსზე ისაუბრა. პროექტი "მეგობრული გზები" ხორციელდება საქართველოში და მისი მიზანია აღმოიფხვრას ეგრედ წოდებული შავი წერტილები საქართველოს გზებზე, რათა შემცირდეს ავტო საგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებული და გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა. პროექტი ითვალისწინებს ვებ-პორტალის შექმნას, რომლის მეშვეობითაც საქართველოში მცხოვრები ადამიანები მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით აგზავნიან ინფორმაციას (ფოტო, ვიდეო) მათთვის საშიში ადგილის შესახებ (მაგალითად, ადგილის შესახებ, სადაც ხშირად ხდება ავტო საგზაო შემთხვევა, გზა და ინფრასტრუქტურაა გამოსასწორებელი, სხვ.). აღნიშნული ინფორმაცია ავტომატიზირებულ რეჟიმში  სპეციალურად შექმნილ ონლაინ რუქაზე აისახება, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.
პროექტი "მეგობრული გზები" ხორციელდება ფონდისა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" და პარტნიორი ორგანიზაცია "ელვას" ერთობილივი თანამშრომლობით.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.