"მეგობრული გზების" პრეზენტაცია რადიო "ათინათის" ეთერში

4 ივნისს ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" პროექტების კოორდინატორი ლიკა მერაბიშვილმა რადიო "ათინათის" პირდაპირ ეთერში პროექტზე "მეგობრულ გზები" ისაუბრა. გადაცემის მსვლელობისას რადიოს მსმენელმა შიეტყო ძირითადი ინფორმაცია პროექტის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს ინფორმაციის მიწოდება საშიში და საგზაო უსაფრთხოების კუთხით გაუმართავი ადგილების შესახებ, და აქტივობები განხორციელდა და განხორცილდება აღნიშნული პროექტის ფარგლებში.
პროექტ "მეგობრული გზების" მიზანია აღმოიფხვრას ეგრედ წოდებული შავი წერტილები საქართველოს გზებზე, რათა შემცირდეს ავტო საგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებული და გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა. პროექტი ს ფარგელბში შეიქმნა ვებ-პორტალი, რომლის მეშვეობითაც საქართველოში მცხოვრები ადამიანები მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით აგზავნიან ინფორმაციას (ფოტო, ვიდეო) მათთვის საშიში ადგილის შესახებ (მაგალითად, ადგილის შესახებ, სადაც ხშირად ხდება ავტო საგზაო შემთხვევა, გზა და ინფრასტრუქტურაა გამოსასწორებელი, სხვ.). აღნიშნული ინფორმაცია ავტომატიზირებულ რეჟიმში  სპეციალურად შექმნილ ონლაინ რუქაზე ისახება, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.
პროექტი "მეგობრული გზები" ხორციელდება ფონდისა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" და კომპანია "ელვას" ერთობილივი თანამშრომლობით.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.