"მეგობრული გზების" პრეზენტაცია თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტში

19 ნოემბერს, თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტში პროექტის "მეგობრული გზები" პრეზენტაცია გაიმართა. სტუდენტები დაინტერესტდნენ პროექტის განხორციელების ეტაპებით. შეხვედრაზე სტუდენტებმა საგზაო უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და გამოთქვეს საკუთარი ხედვა არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.
ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავამ და ორგანიზაცია "ელვას" წარმომადგენელმა იონ კატშოკმა ინოვაციური პროექტის მნიშვნელობასა და მის შინაარსზე ისაუბრეს. პროექტი ხორციელდება საქართველოში და მისი მიზანია პროექტის მიზანია აღმოიფხვრას ეგრედ წოდებული შავი წერტილები საქართველოს გზებზე, რათა შემცირდეს ავტო საგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებული და გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა. პროექტი ითვალისწინებს ვებ-პორტალის შექმნას, რომლის მეშვეობითაც საქართველოში მცხოვრები ადამიანები მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გააგზავნიან ინფორმაციას (ფოტო, ვიდეო) მათთვის საშიში ადგილის შესახებ (მაგალითად, ადგილის შესახებ, სადაც ხშირად ხდება ავტო საგზაო შემთხვევა, გზა და ინფრასტრუქტურაა გამოსასწორებელი, სხვ.). აღნიშნული ინფორმაცია ავტომატიზირებულ რეჟიმში  სპეციალურად შექმნილ ონლაინ რუქაზე აისახება, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის.
პროექტი "მეგობრული გზები" ხორციელდება ფონდისა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" და პარტნიორი ორგანიზაცია "ელვას" ერთობილივი თანამშრომლობით.

 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.