"მეგობრული გზების" პრეზენტაცია და საგზაო უსაფრთხოების პრობლემები რადიო "ათინათის" ეთერში

8 ნოემბერს ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" პროექტების კოორდინატორი ლიკა მერაბიშვილი რადიო "ათინათის" პირდაპირ ეთერში მიიწვიეს. გადაცემის მსვლელობისას საუბარი იყო ბოლო დროს მომხდარ ავტო საგზაო შემთხვევების მიზეზებსა და საგზაო პრობლემების შესახებ, როგორც სამეგრელოს რაიონში ისე მთელ საქართველოში. რადიო "ათინათის" პირდაპირ ეთერში პროექტ "მეგობრული გზების" პრეზენტაციაც გაიმართა.
პროექტ "მეგობრული გზების" მიზანია აღმოიფხვრას ეგრედ წოდებული შავი წერტილები საქართველოს გზებზე, რათა შემცირდეს ავტო საგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებული და გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა. პროექტი ითვალისწინებს ვებ-პორტალის შექმნას, რომლის მეშვეობითაც საქართველოში მცხოვრები ადამიანები მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გააგზავნიან ინფორმაციას (ფოტო, ვიდეო) მათთვის საშიში ადგილის შესახებ (მაგალითად, ადგილის შესახებ, სადაც ხშირად ხდება ავტო საგზაო შემთხვევა, გზა და ინფრასტრუქტურაა გამოსასწორებელი, სხვ.). აღნიშნული ინფორმაცია ავტომატიზირებულ რეჟიმში  სპეციალურად შექმნილ ონლაინ რუქაზე აისახება, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის.
პროექტი „მეგობრული გზები“ ხორციელდება ფონდისა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" და კომპანია "ელვას" ერთობილივი თანამშრომლობით.

https://soundcloud.com/pfrsgeorgia/t5nt7gmkt1zo#new-timed-comment-at-856787
 

 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.