"მეგობრული გზების" პრეზენტაცია გარადაბანში

18 იანვარს, გარდაბანში პროექტ "მეგობრული გზების" პრეზენტაცია ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა. ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" ასისტენტმა ქეთი მურუსიძემ პროექტის შინაარსსა და განხორციელების ეტაპებზე ისაუბრა; პრეზენტაციის მსვლელობისას ქეთიმ საგზაო უსაფრთხოების პრობლემები და მათი გადაწყვეტის პროცესში ინოვაციური პროექტის მნიშვნელობა ახსნა. შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ პროექტით "მეგობრული გზები".
პროექტი "მეგობრული გზები" ხორციელდება საქართველოში და მისი მიზანია აღმოიფხვრას ეგრედ წოდებული შავი წერტილები საქართველოს გზებზე, რათა შემცირდეს ავტო საგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებული და გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა. პროექტი ითვალისწინებს ვებ-პორტალის შექმნას, რომლის მეშვეობითაც საქართველოში მცხოვრები ადამიანები მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით აგზავნიან ინფორმაციას (ფოტო, ვიდეო) მათთვის საშიში ადგილის შესახებ (მაგალითად, ადგილის შესახებ, სადაც ხშირად ხდება ავტო საგზაო შემთხვევა, გზა და ინფრასტრუქტურაა გამოსასწორებელი, სხვ.). აღნიშნული ინფორმაცია ავტომატიზირებულ რეჟიმში  სპეციალურად შექმნილ ონლაინ რუქაზე აისახება, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.
პროექტი "მეგობრული გზები" ხორციელდება ფონდისა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" და პარტნიორი ორგანიზაცია "ელვას" ერთობილივი თანამშრომლობით.
შეხვედრა გაშუქდა ადგილობრივი მედიის მიერ, შეხვედრას ესწრებოდა ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალის ჟურნალისტი. იხილეთ შემდეგ ბმულზე: 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.