ახალი სოციალური რეკლამა საგზაო უსაფრთხოების თემაზე

ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ მიერ მომზადდა სოციალური ვიდეო რგოლი საგზაო უსაფრხთოების თემაზე. სოციალური რგოლი მომზადდა პროექტის „უსაფრთხო მოძრაობა, უსაფრთხო თემი“ ფარგლებში. ვიდეო-რგოლი გავრცელდა აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერითა და სოციალური მედიის საშუალებით.

პროექტი „უსაფრთხო მოძრაობა, უსაფრთხო თემი“ მიზნად ისახავს მაღალმთიან აჭარაში საგზაო უსაფრთხოების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. პროექტი ხორციელდება კომპანიასთან  „აჭარისწყალი ჯორჯია“ თანამშრომლობით.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.