საერთაშორისო სემინარი საგზაო და მოძრაობის უსაფრთხოებაში ქ.ბათუმში

ბათუმში გაიმართა საერთაშორისო სემინარი საგზაო და მოძრაობის უსაფრთხოება: გამოცდილების გაზიარება საზღვრებს მიღმა“
ფონდმა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ უმასპინძლა საერთაშორისო სემინარს „საგზაო და მოძრაობის უსაფრთხოება, რომელიც ჩატარდა ბათუმში. სემინარში მონაწილეობდნენ საგზაო უსაფრთხოების სფეროს პრაქტიკოსები, ინჟინრები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და პოლიტიკის შემქნმელები ევროპიდან, სამხრეთ კავკასიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და ცენტრალური აზიის რეგიონებიდან. სამუშაო შეხვედრის სლოგანი იყო: ხელი შევუწყოთ, გავიზიაროთ და ერთად მივაღწიოთ საგზაო უსაფრთხოებას. ხუთი დღის მუშაობის მანძილზე, მონაწილეები გაეცნენ საგზაო უსაფრთხოების საუკეთესო პროექტებს, მიიღეს ინფრომაცია თუ როგორ უნდა დაგეგმო და განახორციელო ეფექტური საგზაო უსაფრთხოების პროექტი, როგორ შეიძლება ხელისუფლების, კერძო სექტორის, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი მობილიზება, რათა გზებზე შემცირდეს ავტო ავარიების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა, როგორ შეიძლება ჩაერთოს სხვადასხვა სექტორი საგზაო უსაფრთხოების საკითხების მოგავრებაში და როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ინფორმაციული ტექნოლოგიები საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარებისთვის და მათი ჩართვისთვის. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ წარმატებული საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკის შექმნა მოითხოვს კოორდირებულ მოქმედებას არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნებს შორისაც. სამუშაო სემინარის დასრულების შემდეგ, მონაწილეების სურვილით შეიქმნა პროფესიონალური ქსელი მომავალი თანამშრომლობისთვის და საერთაშორისო პროექტების შექმნისთვის.
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.