პროექტი "უსაფრთხოების ღვედების პოპულარიზაცია საქართველოში”

  ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისვის", რომელიც საქართველოში საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს, თავის პარტნიორებთან და დონორებთან ერთად ახორციელებს რამდენიმე პროექტს: "უსაფრთხოების ღვედების პოპულარიზაცია" და "საგზაო უსაფრთხოების სწავლება სკოლებში", რომელიც ნაწილია დიდი პროექტისა "ალიანსი საქართველოს უსაფრთხო გზებისთვის". პროექტში "ალიანსი საქართველოს უსაფრთხო გზებისთვის" მონაწილეობენ: ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის", აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), კომპანია BP, აშშ-ის საელჩო საქართველოში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო, ჟურნალი ,,Auto Bild", საქართველოს ნაციონალური საავტომობილო ფედერაცია, სატელევიზიო პროექტი "საიმედო ავტო".

  პროექტის: "უსაფრთხოების ღვედების პოპულარიზაცია საქართველოში"  ფარგლებში ხორციელდება სხვადახვა საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებები, რომელთა სშულებითაც ხდება სხვადასხვა სეგმენტთან დაკავშირება და მათთვის უსაფრთხოების ღვედების მოხმარების აუცილებლობის შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდება. პროექტის მიზანია ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრდეს ქცევა, რომლის მიხედვითაც სავალდებულოდ ჩაითვლება უსაფრთხოების ღვედის გამოყენება ყველა საავტომობილო გზაზე.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.