ფონდს „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ ახალი წევრი ჰყავს - სერენა ბარკერი

ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ მიესალმება ჩვენი ჯგუფის ახალ წევრს სერენა ბარკერს.  სერენა არის ამერიკის მშვიდობის მოხალისე, რომელმაც ჩვენს ორგანიზაციაში მუშაობა დაიყო ოქტომბერში და ჩვენთან ერთად იმუშავებს კიდევ რამდენიმე თვე. სერენა წარმოშობით არის ცინცინათიდან, ოჰაიოს შტატი და აქვს გამოცდილება ურბანული დაგეგმარებისა და ტრანსპორტის მენეჯმენტის სფეროში მუშაობის. ის ორგანიზაციასთან ერთად იმუშავებს მდგრადი ურბანული განვითარების, საგზაო უსაფრთხოების განათლებისა და პრაქტიკის საკითხებზე. იმედი გვაქვს, სერენა გაგვიზიარებს მის განოცდილებას და ახალ ცოდნას თუ როგორ გავხადოთ ჩვენი გზები და ტრანსპორტი უსაფრთხო და ყველასათვის ხელმისაწვდომი.
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.