ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ ეთერში

12 სექტემბერს,  საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ გადაცემაში სტუმრად მიწვეული იყო ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ დამფუძნებელი გელა კვაშილავა.

გადაცემის მთავარ თემად განიხილეს საგზაო მოძრაობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები საქართველოში, მძღოლებისა და ქვეითთა მიერ საგზაო წესების დარღვევა და ქვეითთა  გადასასვლელების პრობლემა. ასევე, ისაუბრეს სუფთა, უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტის განვითარების მნიშვნელობაზე. გადაცემაში განიხილეს ხილვადობის პრობლემა და საზოგადოებაში საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა. 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.