პროექტი - თბილისში საგზაო უსაფრთხოების მოედნების მშენებლობა

2012 წელს, საგზაო უსაფრთხოების მოედნები მოეწყო თბილისის პირველ ექსპერიმენტალურ სკოლასა და 171-ე საბავშვო ბაღში. მოედნები რეალურ საგზაო სიტუაციას ასახავს; მოედნებზე განთავსებულია შუქნიშნები, საგზაო ნიშნები და სხვა საჭირო ნივთები. საგზაო მოედნები ყველა ბავშვისთვისაა ხელმისაწვდომი, და იგი უფასოა. პროექტის მიზანი იყო ბავშვების ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება საგზაო უსაფრთხოების გაკვეთილებისა და პრაქტიკული მეცადინეობების მეშვეობით. ასევე, პროექტის ფარგლებში, გამოიცა წიგნი „ველოსიპედისტის სახელმძღვანელო“, რომელიც სკოლის მოსწავლეებში დარიგდა, ხოლო მისი ელექტრონული ვერსია აიტვირთა ორგანიზაციის ვებ-გვერდზე და იგი ყველასთვის ხელმისაწვდომია. აღნიშნული მოედანი პირველია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიის რეგიონში. პროექტი განხორციელდა ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ მიერ ესტონეთის მთავრობის, თბილისის მერიისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.