კამპანია „სუფთა ჰაერი საქართველოსთვის“ ზუგდიდში

17 ივლისს, პროექტის „სუფთა ჰაერი საქართველოსთვის“ პრეზენტაცია გაიმართა ზუგდიდის ახალგაზრდულ კლუბ „ორტუსში“. შეხვედრა ახალგაზრდების დახმარებით ფონდმა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობა ჰაერის ხარისხის სამოქალაქო მონიტორინგის პროექტში ქალაქ ზუგდიდის მაგალითზე. ასევე, ზუგდიდში ჰაერის ხარისხის დაბინძურების პრობლემებისა და საგზაო უსაფრთხოების შესახებ დისკუსია გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ქალაქის ქუჩებში მოქალაქეებს დაარიგეს საინფორმაციო ბროშურები პროექტის შესახებ. 

პროექტი „სუფთა ჰაერი საქართველოს ქალაქებში“ ფონდისა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ და პარტნიორი ორგანიზაციების „ელვა“ და „ეკო ვიჟენის“ ერთობილივი თანამშრომლობით ხორციელდება.  

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.