EASST-ის ყოველწლიური შეხვედრა

7-8 ოქტომბერს, თბილისში, ბრიტანული ორგანიზაციის „აღმოსავლეთ ქვეყნების ალიანსი უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტისათვის“ (EASST)-ის ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა. შევხედრას  დაესწრნენ EASST-ის  წევრი  ორგანიზაციები  ცხრა  ქვეყნიდან (ბელარუსია, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი,ყირგიზეთი, ტაჯიკეთი),  რომლებმაც საკუთარი გამოცდილება და მომავალი გეგმები და სტრატეგია წარმოადგინეს. თითოეული ქვეყნის წარმომადგენელმა ისაუბრა დასრულებული,მიმდინარე და მომავალი პროექტების შესახებ საგზაო უსაფრთხოების კუთხით.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა მიღების ცერემონიალი, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ცერემონიალი  მიზნად  ისახავდა  საგზაო  უსაფრთხოებისა  და  რეგიონალური თანამშრომლობის განვითარებას.  ღონისძიებას დაესწრნენ საგზაო უსაფრთხოების სფეროში  მომუშავე  არასამთავრობო  ორგანიზაციები  ევროპის  ცხრა  ქვეყნიდან, მთავრობის,  ბანკებისა  და  საელჩოების  წარმომადგენლები. 

ორგანიზაცია  EASST  არის  ბრიტანული  ორგანიზაცია,  რომელმაც  აღმოსავლეთ ევროპაში  არსებულ  ორგანიზაციებთან  თანამშრომლობით  მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია საგზაო უსაფრთხოების, საგზაო პოლიტიკის, განათლებისა დამდგრადი მოძრაობის კუთხით.
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.