შინაგან საქმეთა მინისტრმა ფონდი დააჯილდოვა

შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული დაიწყო.კვირეულის გახსნის ღონისძიებას არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიებაზე შს მინისტრმა შსს-ს სოციალური კამპანიის აქტიური მონაწილეები და მხარდამჭერები, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. სიგელები ჟურნალისტებს, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და საზოგადო მოღვაწეებს გადაეცათ.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.