„ველო მარგია, ველო კარგია!“თბილისის ქუჩებში

ქალაქ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში, პროექტის „ველო მარგია, ველო კარგია!“ფარგლებში ველოსიპედით მსვლელობა მოეწყო, რომელმაც სტარტი ვარდების მოედნიდან აიღო. მსვლელობაში მონაწილეობა „თბილისის ველომოყვარულთა კლუბის” წევრებმა და დამწყებმა ველოსიპედისტებმამიიღეს.

მსვლელობის მიზანი იყო, მოსახლეობისთვის ცნობიერების ამაღლება ველოსიპედის, როგორც სატრანსპორტო საშუალების შესახებ. მსვლელობის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ველოსიპედის სარგებლიანობას,  როგორც ჯანმრთელობისთვის, ისე თბილისში ჯანსაღი სატრანსპორტო გარემოს შესაქმნელად.

ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ და „თბილისის ველომოყვარულთა კლუბი“ ახორციელებს ერთობლივ პროექტს „ველო მარგია, ველო კარგია!"ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით, რომლის მიზანია ველოსიპედის, როგორც ტრანსპორტის ერთ-ერთი სახეობის პოპულარიზაცია.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.